პროექტის - ,,რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა“ გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტის საჯარო განხილვა

  • 2020-12-22

2020 წლის 23 დეკემბერს, 17:00 საათზე, პროექტის - ,,რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა“ გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა ჩატარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. იმ პირებთან კი, რომლებსაც არ აქვთ ონლაინ საშუალებებზე წვდომა, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაცია.

პროექტს ,,რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა“, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე www.mdf.org.ge, ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202.

საკონტაქტო ინფორმაცია ონლაინ კონსულტაციაში მონაწილეობის მსურველთათვის: ტელ: 598 88 20 19; 599 29 02 09, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი ნუცა გუმბერიძე.