სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - მეტალურგიული საწარმოს მოწყობა- ექსპლუატაციის პროექტი

  • 2020-12-23

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - მეტალურგიული საწარმოს მოწყობა- ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო ენტერპრაიზი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. N12 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო: 
2021 წლის 20 იანვარი, 14:00 საათზე.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:
https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=mc8e79338d1e4e7c4648137fd1add2370 
შეხვედრის ნომერი: 175 500 0117
შეხვედრის კოდი: 54321

ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს  „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0 ), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტაციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით. (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება).

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 27 იანვრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში