რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ მწერალთა კავშირის წევრებს სასურსათო ნობათი გადასცა

  • 2020-12-24
Image

რუსთავში მუნიციპალიტეტის მხრიდან სასურსათო პროდუქტით დახმარება მწერალთა კავშირის ღვაწლმოსილმა წევრებმა მიიღეს.
სასურსათო ნობათი მწერალთა კავშირის წევრებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძემ და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა პირადად გადასცეს.
აღსანიშნავია,რომ მუნიციპალიტეტის დახმარება 8000-მდე შეჭირვებულმა ოჯახმა-სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანებმა, ასევე მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმა, მარტოხელა დედებმა, მარტოხელა მოხუცებმა, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა და ვეტერანებმა მიიღეს.