რუსთავის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

  • 2020-12-25
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
VII და VI მიკრორაიონების შუა-გამყოფ ზოლს, ყოფილ კიროვაკანის ქუჩას, აფხაზეთის ქუჩა ეწოდა, ხოლო ქალაქში არსებულ რამდენიმე უსახელო ქუჩას მიენიჭა, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და გრიგოლ ხანძთელის სახელწოდება.
რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, M2 კატეგორიის ნებართვის მქონე პირები, დეკემბერსა და იანვარში ფასის გადასახადისგან დროებით გათავისუფლდნენ.
როგორც მომხსენებელმა, მერიის აპარატის უფროსმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, გადასახადის შეჩერება გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარებისა და საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, რის გამოც იანვრის ჩათვლით შეჩერებულია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, საკრებულოში ახალი ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ, რომლის შემადგენლობაში შედიან, ფრაქციის მოადგილე გურამ ლაცაბიძე, წევრი გიორგი მღებრიშვილი, ხოლო ფრაქციას უხელმძღვანელებს ნანა შატბერაშვილი.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა, ტრანსპორტის, ახალგაზრდული, სპორტის და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს.