რუსთავის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

  • 2020-12-26
Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე კახა გურულთან და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ დავით შანიძესთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოახლოებული შობა-ახალი წელი მიულოცა.
ქალაქის მერმა მრავალშვილიანი ოჯახების პატარა წევრებს პირადად გადასცა საახალწლო ნობათი.
სადღესასწაულო საჩუქარი 245 მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ 1049 ბავშვზეა გათვალისწინებული.
რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლო ნობათს, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ცენტრებისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, ასევე, მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები და ვეტერანები, სულ 669 ბენეფიციარი მიიღებს.