რუსთავის მუნიციპალიტეტმა საჯარო ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს საკანცელარიო ნივთები გადასცა

  • 2020-12-29
Image

რუსთავის მერიამ, დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად, საჯარო ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს, მათთვის შეძენილი საკანცელარიო ნივთები გადასცა.
ანალოგიური სახის საჩუქრები, რუსთაველ ბავშვებს საერთაშორისო ორგანიზაციის - ''Save the Children" წარმომადგენლებმაც დაურიგეს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საჩუქარს, ქალაქის ყველა საჯარო ბაღის 5 და 6 წლის აღსაზრდელი მიიღებს, ,,Save the Children"- ის დახმარება, კი რუსთავის იმ 8 საჯარო ბაღის ყველა აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი, რომელიც პროგრამაში - ''Heart'' არის ჩართული.
საბავშვო-საკანცელარიო ინვენტარის დარიგების პროცესს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი დაესწრნენ.