მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურზე, რუსთავის მერიის შეღავათით 60 000 რუსთაველი ისარგებლებს

  • 2021-02-08
Image

7795 ბენეფიციარის ნაცვლად, მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურზე, რუსთავის მერიის შეღავათით 60 000 რუსთაველი ისარგებლებს.
რუსთავის მერიამ ახალ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტს გაუმჯობესებული სოციალური პაკეტი დაახვედრა.
აქამდე არსებული პროგრამით, მერია მგზავრობის საფასურს, სოციალურად დაუცველი ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს უფინანსებდა, ახალი პროგრამით, კი მერიის შეღავათით სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეული წევრი ისარგებლებს.

განახლებული სოციალური პროგრამის მიხედვით მგზავრობა, რუსთავის მერიის მიერ სუბსიდირებული იქნება შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარისთვის:

1) სოციალურად დაუცველები (10 000-მდე ბენეფიციარი)
2) ვეტერანები (1500-მდე ბენეფიციარი)
3) შშმ პირები
4) სკოლის მოსწავლეები (24 000)
5) სტუდენტები (4000 ბენეფიციარი)
6) რუსთავის პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები
7) პენსიონერები ( 22 650 ბენეფიციარი)
8) შშმ პირთა ცენტრის თანამშრომლები
9) სამუსიკო სკოლების თანამშრომლები
10) პედაგოგები (1200-მდე ბენეფიციარი)
11) ბაგა-ბაღების თანამშრომლები ( 700-მდე ბენეფიციარი)
12) დასუფთავების და გამწვანების თანამშრომლები

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა სრულიად უფასო იქნება ვეტერანებისთვის და შშმ პირებისთვის, 10 თეთრად შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას სოციალურად დაუცველები და მოსწავლეები. დანარჩენი ბენეფიციარებისთვის, კი ავტობუსით გადადგილების საფასური 20 თეთრი იქნება.
მგზავრობის სტანდარტული ტარიფი დანარჩენი რუსთაველებისთვის 50 თეთრით განისაზღვრა.