დღეს დილიდან, რუსთაველები ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობენ

  • 2021-02-08
Image

დღეიდან, რუსთაველები ქალაქში ახალი ავტობუსებით მგზავრობენ.
ტრანსპორტის მოძრაობის პერიოდულობას და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების შესრულების ხარისხს, დღეს დილიდან პირადად გაეცნო რუსთავის მერი.
ირაკლი ტაბაღუამ ახალი ავტობუსით თანამოქალაქეებთან ერთად იმგზავრა და მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ მოსაზრება და შენიშვნებიც მათგან მოისმინა.