რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

  • 2021-02-12
Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრმა, ნინო ქავთარაძემ, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელიც კონგრესის გენერალურმა მდივანმა – ანდრეას კიფერმა და კომიტეტის თავმჯდომარემ – ლეენდერტ ვერბეკმა გახსნეს, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის შედეგებზე და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს.
დღესვე, სხდომის მონაწილეებმა, პანდემიის პირობებში ჩატარებული ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს და კონგრესის მუშაობა შეაფასეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.