რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის პირველი სხდომა გაიმართა

  • 2021-02-16
Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქავთარაძე რუსთავში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით მოსარგებლე პირთა რაოდენობის გაზრდით გამოვიდა. მისი ინიციატივით, უნდა მოხდეს პროგრამის გადახედვა და დაემატოს ისეთი კატეგორიის მოქალაქეები როგორებიცაა, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა, მრავალშვილანი მშობლები და საპატიო რუსთაველის წოდების მქონე პირები.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ინიციატით გამოვიდნენ და საზოგადოებაში ქალთა როლის გაზრდის თავისი ხედვა გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაციების „მტევანი“, „დედების სივრცე“ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პირებმა.
ორგანიზაცია „დედების სივრცე“ ხელმძღვანელმა, სხდომაზე წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, ქვეყანაში არსებული პანდემიით გამოწვეული ძლიერი ფსიქოემოციური მდგომარეობიის გამო, სკოლის, საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და განიხილეს საბჭოს მომავალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა სამუშაო შექხვედრა, ქვემო ქართლის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებთან.