განცხადებები

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

  • 2021-02-24
Image

რუსთავში, ერთ-ერთი ძველი უბნის - რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის სატენდერო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში, სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება მინათებები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას - დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მლნ 400 000 ლარია.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.