განცხადებები

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ სხდომა გამართა

  • 2021-02-24
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, თავმჯდომარის გოჩა ჯანგიძის ხელმძღვანელობით, მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, სახელმწიფო და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და ტერიტორიაზე ზონირების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
მომხსენებლის, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის ნინო სოსელიას მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად და კომისის წევრთა გადაწყვეტილებით, მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისთვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით უცვლელი დარჩა, კერძოდ, ცენტრალურ ზონაში: პირველი ქვეზონა -25.2 ლარი, მეორე ქვეზონა -24.38 ლარი, შუალედურ ზონაში - 16,8 ლარი, ხოლო პერიფერიულ ზონაში: პირველი ქვეზონა -15,96 ლარი, მეორე ქვეზონა -15,12 ლარი.
საკითხი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადეცა.