განცხადებები

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-02-25
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, ქალაქისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღო.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა სახელმწიფო და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის ნინო სოსელიას განცხადებით, მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისთვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით უცვლელი დარჩა, კერძოდ, ცენტრალურ ზონაში: პირველი ქვეზონა -25.2 ლარი, მეორე ქვეზონა -24.38 ლარი, შუალედურ ზონაში - 16,8 ლარი, ხოლო პერიფერიულ ზონაში: პირველი ქვეზონა -15,96 ლარი, მეორე ქვეზონა -15,12 ლარი.
რუსთვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი, M2 კატეგორიის ნებართვის მქონე პირები, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გადასახადისგან დროებით გათავისუფლდნენ.
როგორც მომხსენებელმა, მერიის აპარატის უფროსმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, გადასახადის შეჩერება გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარებით, რის გამოც თებერვლის თვეში შეჩერებულია შიდა და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.