განცხადებები

საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მოადგილეებთან ერთად, „ქართლი ტექსტილის“ საწარმოო პროცესს გაეცნო

  • 2021-03-10
Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მოადგილეები ნინო ქავთარაძე და დავით რეხვიაშვილი, „ქართლი ტექსტილის“ საწარმოო პროცესს გაეცნენ.
რუსთავში, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო "ქართული ტექსტილი"-ის მშენებლობას საძირკველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და დღეს, უკვე სამკერვალო საწარმოში გამართული საწარმოო პროცესია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის ადგილზე 1000 ადამიანია დასაქმებული და უახლოეს პერიოდში, იგეგმება დასაქმებულთა რაოდენობის 3 000 -მდე გაზრდა. მათვე განცხადებით, კომპანია ,,ქართლი ტექსტილი“ სამკერვალო საწარმოში დასასაქმებელ პირთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ასევე საწარმოო უზრუნველყოფს დასაქმებულთა ტრანსპორტირებას და კვებას.
შ.პ.ს "ქართული ტექსტილი" "აჭარა ტექსტილის" ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო საწარმოში სპორტული სამოსი იკერება, რომელიც სრულად ექსპორტზე გადის.
კომპანია სპორტული პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Lotto, Erima, Under Armour და სხვა.