განცხადებები

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მოადგილეებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ ეწვია

  • 2021-03-15
Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მოადგილები ნინო ქავთარაძე და დავთ რეხვიაშვილი, პროფესიულ კოლეჯს „მოდუსს“ ეწვივნენ და ახლადდანიშნული დირექტორისგან პავლე თვალიაშვილისგან კოლეჯში სამომავლოდ დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
„-რუსთავის პროფესიული კოლეჯი იმ სასწავლებელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ახალი ტექნოლოგიების შესაბამისი მანქანა-დანადგარებით. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ელექტროაირშედუღების, სამღებრო საქმის, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის შეკეთების, ავტომობილის დიაგნოსტიკა და რემონტის, სანტექნიკური სამუშაოების ოსტატის სასწავლო სახელოსნოები. არსებული ბაზა საშუალებას იძლევა პრაქტიკული მეცადინეობები საწარმოსთან მიახლოებულ პირობებში ჩატარდეს.”- განაცხადა პავლე თვალიაშვილმა. მისივე თქმით, პროფესიული კოლეჯი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს აძლევს სტუდენტს. ამ მიზნით, დაგეგმილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე რამდენიმე მოთხოვნადი სპეციალობის, ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკის და კულინარიის სპეციალობის სასწავლო კურსის დამატება.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, თვითმმართველობასა და კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმა.
„-მისასალმებელია, რომ ქალაქში არის პროფესიული კოლეჯი, სადაც სტუდენტები 15 სპეციალობას ეუფლებიან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ კოლეჯის კურდამთავრებულებს დასაქმების პერსპექტივა აქვთ და ამ მიზნით, კოლეჯის ხელმძღვანელობა ადგილობრივ შრომით ბაზარზე აქტიურად იძიებს კომპანიებს და თანამშრომლობს პოტენციურ დამსაქმებელთან.“ - განაცხადა შეხვედრაზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.
შეხვედრის დასასრულს თვითმმართველობის წევრებმა, პროფესიული კოლეჯის მტერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.