განცხადებები

რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს

  • 2021-03-22
Image

რუსთავის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტის მიერ მიღებულ ბავშვთა კოდექსში მუნიციპალურ დონეზე სოციალური სამსახურის შექმნაზეა საუბარი.
რუსთავის მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულებით განყოფილება უკვე ფუნქციონირებს.
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, იმისათვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ სრულფასოვნად განახორციელოს მუნიციპალიტეტზე დელეგირებული უფლებამოსილება, მნიშვნელოვანია კადრების გადამზადება, პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა.
ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, რუსთავში საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდება.
სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკური, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე რუსთავში არსებულ ბავშვთა ცენტრებს ესტუმრნენ და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.