განცხადებები

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „გია-2019“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

  • 2021-03-23

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „გია-2019“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:   ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გია-2019” ;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა N72; 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

• 2021 წელი, 30 მარტი, 12:00 საათი,  ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
 
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

2021 წლის 2 მარტს, შპს „გია-2019”-მა სამინისტროში წარმოადგინა ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიში. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 30 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge  

იხ. საჯარო განხილვის წესი

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში