განცხადებები

რუსთავის ფოლკლორის სკოლას ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცეს

  • 2021-03-29
Image

რუსთავის ფოლკლორის სკოლას ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები შეემატა.
სამუსიკო სკოლას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერის მოადგილე კახა გურულთან და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორ დავით შანიძესთან ერთად ეწვია და Yamaha-ს წარმოების ორი ახალი ელექტროპიანინო გადასცა.
მუსიკალური ინსტრუმენტები ფოლკლორის სკოლისთვის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა შეიძინა.
დაგეგმილია სამუსიკო სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერს, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.