განცხადებები

ჭყონდიდელის დასახლებაში დასუფთავების აქცია გაიმართა

  • 2021-03-31
Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით რეხვიაშვილის ინიციატივით და უშუალო ჩართულობით, ჭყონდიდელის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, გიორგაძის, სამგორის და ბარნოვის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გასუფთავდა. სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა და მოსწორდა, აღნიშნული ქუჩების შიდა ეზოები. ჭყონდიდელის დასახლებაში, მსგავსი ტიპის სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც განხორციელდება.