განცხადებები

ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

  • 2021-03-31
Image

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, მოადგილეებმა ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ბესიკ ტოგონიძესა და კახა გურულთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს არის ეროვნული მოძრაობის გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ეს დღე ისტორიული დღეა. 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმზე, საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს დღე შეგვახსენებს რამდენად დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა.