განცხადებები

შპს „VIVACEMENT“-ის ცემენტის საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

  • 2021-04-01

სკოპინგის განცხადება - ცემენტის საწარმოს (კლინკერის, თაბაშირისა და დანამატების დაფქვით) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის წარმოება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „VIVACEMENT”;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა:

2021 წლის 15 აპრილს, 14:00 საათზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში