განცხადებები

შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე

  • 2021-04-08
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქავთარაძესა და საბჭოს წევრებთან, ასევე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან შეხვედრა გამართა.
სესიის მონაწილეებმა ქვემო ქართლში ქალთა უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ინსტიტუციური მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და განიხილეს მუნიციპალიტეტების სამომავალო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების ფორმები და განხორციელების მექანიზმები.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის და გენდერული საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები ონლაინ რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდება.