განცხადებები

რუსთავში, 80 ოჯახს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

  • 2021-04-13
Image

რუსთავში, 80 ოჯახს წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.
მთავრობის დადგენილების და ფართების დაკანონებისთვის კანონით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი დუგლაძემ მიაწოდეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო ქავთარაძე, დავით რეხვიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანგიძე და ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ გოგობერიშვილი.
დავით გარეჯის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე მდებარე საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები მოქალაქეები წლებია საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ. საქართველოს მთავრობის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ განკარგულების თანახმად, საცხოვრებელი ფართები, აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.