განცხადებები

რუსთავში ქართული ენის დღე აღნიშნეს

  • 2021-04-14
Image

რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ხელოვნების სკოლის ფოიეში, ახალგაზრდა რუსთაველი კალიგრაფის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიების გამოფენა მოეწყო, განთავსდა ბანერები, რომლებზეც დატანილი იქნება ამონარიდები გიორგი მერჩულეს და იოანე ზოსიმეს ნაწარმოებებიდან, გაიმართა ,,ვეფხისტყაოსნის'' და ,,დედა ენის'' საჯარო კითხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,თუთარჩელა’’, ხელოვნების სკოლის თეატრალური და საბალეტო სტუდიების მოსწავლეები.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე კახა გურული, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" დირექტორი დავით შანიძე და თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.