განცხადებები

კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე (ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლები, მარო დონაძე და იოსებ დათუაშვილი დაჯილდოვდნენ

  • 2021-04-15
Image

თბილისში, საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლები, მარო დონაძე და იოსებ დათუაშვილი დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დაესწრო.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“, საქართველოს მასშტაბით, უკვე ხუთი წელია რაც იმართება და სხვადასხვა ნომინაციებში, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი-დაბა“, „სუფთა სოფლი-თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამარჯვებულებს ავლენს. კონკურსის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების აქციებში და ზოგადად, ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა.
პროექტი „სუფთა რეგიონი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.