განცხადებები

,,ეკო რუსთავის'' ფარგლებში, რუსთავში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა

  • 2021-04-17
Image

რუსთავში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა.
პროექტ ,,ეკო რუსთავის’’ ფარგლებში, 31-ე საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში, 55-ზე მეტი ძირი ხე-მცენარე დაირგო.
მწვანე ნარგავები, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე კახა გურულმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ და ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებმა, ეკოაქტივისტებთან და 31-ე ბაღის აღსაზრდელებთან ერთად დარგეს.
ეკოლოგიის დაცვა და მწვანე ნარგავებით რუსთავის გამდიდრება, მუნიციპალიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ეკო რუსთავის“ ფარგლებში, გამწვანების აქციები, რუსთავში, ბოლო პერიოდში, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იმართება.