განცხადებები

რუსთავში მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის - აგლომერაციის (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის გზშ-ის ანგარიში

  • 2021-04-26

განცხადება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. რუსთავში შპს ,,რუსელოისის’’ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის - აგლომერაციის (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შპს ,,რუსელოისის’’ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა ქ. რუსთავში მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის - აგლომერაციის (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ-ის ანგარიში (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/28057).

ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სამინისტრომ გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით შეაჩერა აღნიშნული პროექტის ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/30412).

შპს ,,რუსელოისმა" ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, N6618 წერილით სამინისტროში წარმოადგინა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან/დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 17 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

განცხადება

დანართი 1

დანართი 2