განცხადებები

რუსთაველ მწერალთა ყოველწლიური მხატვრულ-ლიტერატურული კრებულის „რუსთაველები“ პრეზენტაცია

  • 2021-04-28
Image

ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, რუსთაველ მწერალთა ყოველწლიური მხატვრულ-ლიტერატურული კრებულის „რუსთაველები“ პრეზენტაცია და ჟურნალისტის, პოეტის, თინათინ სიყმაშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
კრებულში „რუსთაველები“ 44 რუსთაველი შემოქმედის, პოეზია, პროზა და ლიტერატურული წერილებია შესული. კრებულში დაიბეჭდა, ასევე რუსთავის საკრებულოს დეპუტატების, ამირან ჯანჯღავას და გიგა ვეფხვაძის პოეზია.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ თინათინ სიყმაშვილს იუბილე მიულოცა, შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრი გადასცა.
შემოქმედებით ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს პოეტი დეპუტატები, ამირან ჯანჯღავა, გიგა ვეფხვაძე, მერის მოადგილე კახა გურული და ქალაქში მოღვაწე მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.