განცხადებები

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

  • 2021-04-28
Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრი – ნინო ქავთარაძე, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა და საქართველოს დელეგაციის სახელით, დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინიციატივა გააცნო, რომელიც კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა.
როგორც მომხსენებელმა, ნინო ქავთარაძემ აღნიშნა, 2020 წელს, საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ერთ-ერთ პრიორიტეტს გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენდა და იმისათვის, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს, სასურველია კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგია განისაზღვროს, რასაც შესაბამისი კომიტეტი გაუწევს მონიტორინგს. მისივე თქმით, საქართველო მზადაა, გარემოს დაცვის კუთხით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მოამზადოს დოკუმენტი, რომელიც კონგრესს დასამტკიცებლად წარედგინება, ასევე გამართოს მაღალი დონის კონფერენცია, სადაც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს საუკეთესო მაგალითები გაუზიარონ და პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელონ.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასეს, რის შემდეგაც, პროცედურების თანახმად, საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილება.
შეხვედრაზე, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის, მათ შორის ,, მწვანე პოლიტიკის“ შედეგებთან ერთად, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და პანდემიის პირობებში ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს, რის შემდეგაც, კონგრესის გენერალურმა მდივანმა – ანდრეას კიფერმა კონგრესის მიმდინარე საქმიანობა შეაფასა და სხდომის მონაწილეებთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.