განცხადებები

რუსთავის მერიის სააღდგომო ნობათს 2726 ბენეფიციარი მიიღებს

  • 2021-04-29
Image

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის მერია, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის რუსთაველ ოჯახებს სადღესასწაულო ნობათს გადასცემს.
მერიის ტრადიციულ სააღდგომო კალათს, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა ოჯახები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და საქართველოს კარიტასის ბავშვთა ტრანზიტორული ცენტრის აღსაზრდელები, მუნიციპალური თავშესაფარის ,,ქსენონის’’ ბენეფიციარები და ქალაქში არსებული უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირები მიიღებენ.
მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სააღდგომო ნობათი, სულ 2726 ბენეფიციარს გადაეცემა.