განცხადებები

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

  • 2021-05-01
Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონს’’ ეწვია.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ტრადიციული სააღდგომო კალათი, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა ოჯახებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და საქართველოს კარიტასის ბავშვთა ტრანზიტორული ცენტრის აღსაზრდელებს, მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარებს და ქალაქში არსებული უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირებს, სულ 2726 რუსთაველს გადაეცა.