განცხადებები

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, აქციით ,,ღამე მუზეუმში’’ დაიხურა

  • 2021-05-24
Image

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, აქციით ,,ღამე მუზეუმში’’ დაიხურა. 

ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმის ღია საგამოფენო სივრცეში, რუსთაველი მხატვრის, გიორგი ჩაჩანიძის ნამუშევართა გამოფენა სახელწოდებით ,,11 კგ’’ მოეწყო.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს დეპუტატები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.