განცხადებები

შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის მოწყობა-ექსპულატაციის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

  • 2021-06-03

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაცია

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი”;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქალაქ რუსთავში, მარის არხის III დასახლება;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:

  • 2021 წლის 17 ივნისი, 14:00 საათი. ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

 საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 18 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში