განცხადებები

შპს „ერთობა 98“-ის ცემენტის წარმოების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

  • 2021-06-03

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „ერთობა 98“-ის ცემენტის (კლინკერი, თაბაშირი და დანამატების დაფქვა) წარმოების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  ცემენტის წარმოება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ერთობა 98“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის ქ. N22;

საჯარო განხილვის დრო: 2021 წლის 10 ივნისი, 12:00 საათი;

საჯარო განხილვის ჩატარების ადგილი: ქ. რუსთავის მერიის შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. იხ. საჯარო განხილვის წესი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 11 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში