განცხადებები

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

  • 2021-06-04
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.
როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა, განაცხადა, ცვლილება ბიუჯეტში განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა, კერძოდ შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში და კაპიტალური ტრანსფერი გაიზარდა 1852,2 ათასი ლარით. გამოვლინდა ეკონომიები 40,3 ათასი ლარი, გაიზარდა ქონების გაყიდვიდან მისაღები შემოსავლის გეგმა, რომელმაც შეადგინა 2 053,0 ათასი ლარი და ჯამში - 3 945,5 ათასი ლარი ხარჯვითი ნაწილში, სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილდა.
საკრებულოს სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, საკუთრებაში, სიმბოლურად, ერთ ლარად გადაეცა, ყოფილ N13 საბავშვო ბაგა-ბაღის კორპუსში, მაიაკოვსკის N6/ბ -ში მცხოვრებ თერთმეტ ოჯახს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო საფეხბურთო კლუბს „გორდა“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით უსასყიდლო სარგებლობის უფლება მიეცა.
საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, საკრებულოს წევრის, იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის დავით იშხნელის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
როგორც სხდომაზე, საკრებულოს, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავამ განაცხადა, კომისიას, დავით იშხნელმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პირადი განცხადებით მიმართა.