განცხადებები

რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა - ,,სუფთა ჰაერი- ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” გაიმართა

  • 2021-06-06
Image

რუსთავში, ცენტრალური პარკის ამფითეატრში, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა - ,,სუფთა ჰაერი- ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” გაიმართა.
შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა რუსთავში ჰაერის დაცვის საკითხებისა და სხვა გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, მიმოიხილეს მიმდინარე აქტივობები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
საინფორმაციო შეხვედრაში, პარლამენტში საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლების ეკო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.