განცხადებები

რუსთავის მერის მოადგილის თანამდებობაზე დავით იშხნელი დაინიშნა

  • 2021-06-07
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს.
მერის მოადგილის თანამდებობაზე დავით იშხნელი დაინიშნა.
ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ის სამსახურების ხელმძღვანელებს, დღეს ოფიციალურად წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
დავით იშხნელი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს გაუწევს კურატორობას.
დავით იშხნელი 2014 წლიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
2014-2017 წლებში, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი, 2017 წლიდან კი მეექვსე მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.
დავით იშხნელი პროფესიით ექიმია და სამედიცინო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.