განცხადებები

რუსთავის მერმა ჯიუ-ჯიცუს კლუბ ,,რუსთავი"-'ს წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

  • 2021-06-10
Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" დირექტორ დავით შანიძესთან ერთად, ჯიუ-ჯიცუს კლუბ ,,რუსთავი"-'ს სავარჯოშო დარბაზი დაათვალიერა და სპორტის ამ სახეობაში წარმატებულ ახალგაზრდა რუსთაველ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს, გელა ბერიაშვილს მადლობის სიგელები გადასცა.
პანდემიის გამო, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, რუსთაველ სპორტსმენებს 2 წელია არ მიუღიათ.
ჭაბუკთა შორის, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან კი რუსთაველ სპორტსმენებს 4 ოქროს, 7 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ ჩამოტანილი.