განცხადებები

სამუშაო შეხვედრა სს ,,რუსთავის აზოტში''

  • 2021-07-02
Image

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერის მოადგილე დავით იშხნელი სს ,,რუსთავის აზოტში’’ საწარმოო პროცესს გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები საწარმოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ, დაათვალიერეს წარმოებაში არსებული ყველა საამქრო და იქ დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
სს ,,რუსთავის აზოტში'' შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით დაწყებული პროცესის მონიტორინგი, ორი თვის წინ გადაწყდა, როცა წარმოების თანამშრომლებმა შრომითი პირობების გაუმჯობესების და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
საწარმოში 2000 ადამიანია დასაქმებული, დასაქმებულთა 99 პროცენტი რუსთაველია.