რუსთავში, შპს „სოლოს“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

  • 2021-07-06

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „სოლოს“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს “სოლო";

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა №174;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:

2021 წლის 12 ივლისი 15:00 საათი. ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი

არატექნიკური რეზიუმე