რუსთავში მცხოვრებ 26 ოჯახს დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

  • 2021-07-09
Image

რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში 26 ოჯახს გადაეცა.
საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი განკარგულებით,, საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად- 1 ლარად, ამჯერად ტერენტი გრანელის ქუჩაზე (ყოფილი ,,დოსააფის“ შენობა), მე-6 მიკრორაიონში და დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს გადასცა.
აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ 26 ოჯახს, ბინის კანონიერი მფლობელობისთვის, მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერის მოადგილეებმა - კახა გურულმა და დავით იშხნელმა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა მიაწოდეს და მთავრობის განკარგულების ასლები გადასცეს.
საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც, ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, რუსთავში, დღეისათვის, ჯამში 229 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.