საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-07-15
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსთავის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დამატებით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.
როგორც მომხსენებელმა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ განახცადა,
ქალაქში დამატებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, წარმოდგენილი გვაქვს მე-8 და 18-19-ე მიკრორაიონებში არსებული სკვერების მოწყობის პროექტები, რომელიც პროცედურის თანახმად, საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროექტები გადაეგზავნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განხილვისთვის და ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით.
აღნიშნული საკითხი, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.