გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

  • 2021-07-15
Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით მე-7 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის სარეკომენდაციო წერილი, რომელიც შეეხებოდა გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს მიერ ჩატარებულ თემატური კვლევის შედეგებს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.
საბჭოს წევრებმა ასევე მოისმინეს პროფესიული კოლეჯი „ მოდუსი“-ს დირექტორის, პავლე თვალიაშვილის პრეზენტაცია, რუსთავში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. განიხილეს პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ.
სხდომას ესწრებოდა რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა სკოლებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მნიშვნელობას და პროფესიის არჩევის დროს თანასწორ ჩართულობას.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით შექმნილი სახელმძღვანელო გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ. მერიის აპარატის ხელმძღვანელმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო ნიკოლავამ ისაუბრა, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა მიმდინარე საბიუჯეტო პროცესი და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.