განცხადებები

რუსთავის მუნიციპალიტეტმა სლოგანით ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო

  • 2021-09-13
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტმა სლოგანით ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია, გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შერჩეული საპროექტო წინადადებები დაფინანსდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის განისაზღვრა 1 500 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებ(ებ)ის გასახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისათვის არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს.

„დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელების ეტაპები:

ა) მოსამზადებელი ეტაპი - 10 აგვისტომდე.

ბ) საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 11 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე.

გ) საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა - 21 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე.

დ) კენჭისყრის ეტაპი - 5 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე.

ე) გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 1 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე.

მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

გ) საპროექტო წინადადების გასახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;

დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);

ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი.

შეავსე განაცხადი https://docs.google.com/forms/d/1fAmbx9e4UBPfgERFqSTYE9I-96wZp0ImsCEj6ykuiB4/viewform?edit_requested=true 

იხილეთ პროგრამის განხორციელების ინსტრუქციის ბმული