განცხადებები

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მეტალურგიული საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი

  • 2021-08-28

 

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მეტალურგიული საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო ენტერპრაიზი“;

 დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

• 2021 წლის 1 ოქტომბერი, 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

ნარჩენების მართვის გეგმა

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები

არატექნიკური რეზიუმე