განცხადებები

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „ერთობა 98“-ის ცემენტის წარმოება

  • 2021-09-09

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „ერთობა 98“-ის ცემენტის (კლინკერი, თაბაშირი და დანამატების დაფქვა) წარმოება

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის წარმოება

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ერთობა 98“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის ქ. N22

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო:

2021 წლის 14 სექტემბერი; 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ რუსთავში, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. 20. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

არატექნიკური რეზიუმე