განცხადებები

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-09-10
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გოჩა ჯანგიძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
მოქალაქეთათვის პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ მშენებლობის შეუსრულებლობის გამო დარღვეული ვადის განსაზღვრის საკითხი, კომისიის სხდომაზე, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსოელიამ წარადგინა.
ქონების კომისიის სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მიეცა, დავით გარეჯის ქუჩა N2-ში მცხოვრებ მოქალაქეებისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს. ასევე, კომისიის წევრებმა, 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.