განცხადებები

საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

  • 2021-09-10
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცებაზე იმსჯელეს.
„21-ე მიკრორაიონის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, კერძო პირის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია გადაეგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაზეც თანხმობა მიეცა ინვესტორს.“- განაცხადა მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა.
აღნიშნული საკითხი, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.