განცხადებები

რუსთავის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

  • 2021-09-10
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, დავით გარეჯის ქუჩა N2ა-ში მცხოვრებ მოქალაქეებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართები საკუთრებაში პირდაპირი გზით სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
როგორც მომხსენებელმა, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსოელიამ განაცხადა, ამ ფართების საკუთრებაში გადაცემის ხელშეწყობის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხორციელდება მთელი რიგი პროცედურები, მათ შორის, კონკრეტულ ქონებაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციის გამოთხოვა და საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა და აღნიშნული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, რის შედეგადაც, შემდგომში, ფაქტობრივ მფლებელებს ფართები საკუთრებაში პირდაპირი გზით სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში „ნიჩბოსანთა კლუბი-რუსთაველების“ მიერ 589 კვ.მ ფართის სარდაფის გადმოცემის საკითხს.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დამტკიცდა 21-ე მიკრორაიონში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
„ 21-ე მიკრორაიონის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, კერძო პირის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია გადაეგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაზეც თანხმობა მიეცა ინვესტორს.“- განაცხადა მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა, 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა