განცხადებები

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები რუსთავში

  • 2021-09-13
Image

14 სექტემბრიდან, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი, რომელიც აქამდე ჭყონდიდელის დასახლებაში იღებდა ვაქცინაციის მსურველებს, განთავსდება ლეონიძის ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლის მიმდებარედ.
ხვალიდან კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ) და მე-4 საჯარო სკოლის წინ მოწყობილ მოძრავ ამცრელ პუნქტებში.
იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან ჩაუტარებენ აცრას.
ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ.
ამ ეტაპზე, რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება “ფაიზერისა” და “სინოვაკის” წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.
რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები 2 სექტემბერს ამოქმედდა და მათი მომსახურებით, 1114-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.